ირაკლი კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ბორდს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკაზე, საინვესტიციო პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

კომიტეტის თავჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საპენსიო რეფორმის მნიშვნელობას, როგორც მოსახლეობისთვის ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით ხელისუფლება მხარს უჭერს და მომავალშიც სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფუნდამენტურ რეფორმას, რომლის სოციალური ეფექტი მოსახლეობისთვის და მაკროეკონომიკური სარგებელი ეკონომიკისთვის ჯერ კიდევ წინ არის.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივიერ რუსო, საბჭოს წევრები: ჟან-ფრედერიკ პოლსენი და მაიკლ რიდლი, ასევე საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია.

 

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …