თბილისი (BPI) – კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მასთან ბრძოლის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ინიციატივით, ფარმაცევტული კომპანია PSP-ს გენერალური სპონსორობით და ასოციაციაში გაერთიანებული სხვა ფარმაცევტული კომპანიების თანადგომით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს საჩუქრად COVID 19-ის PCR დიაგნოსტიკისათვის, Real Time PCR System Machine (მოლეკულური დიაგნოსტიკისათვის საჭირო, ულტრათანამედროვე რეალური დროის პჯრ სისტემა QuantStudio 5 Dx) აპარატი საჩუქრად გადაეცა.
„საჩუქრად გადმოცემული აპარატი ფასდაუდებელია ჩვენი ცენტრის ლაბორატორიისთვის“ – განაცხადეს ცენტრის წარმომადგენლებმა.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მიერ გადაცემული აპარატი ქართველ მედიკოსებს PCR ტესტების სწრაფად და სტანდარტის შესაბამისად ჩატარების რესურსს მნიშვნელოვანდ გაუზრდის” – აცხადებენ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში.