ინტელიექსპრესი ფულად გზავნილებს უკრაინაში ნებისმიერი დანიშნულებით უფასოდ აგზავნის

ინტელიექსპრესი ფულად გზავნილებს უკრაინაში ნებისმიერი დანიშნულებით უფასოდ აგზავნის. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ უკრაინის მიმართულებით ფულის გადარიცხვას. “სწორედ ამიტომ, 27 თებერვლიდან, ქართულმა საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესმა უკრაინაში ფულად და საბანკო ჩარიცხვებზე საკომისიო გააუქმა. ინტელექსპრესის სისტემით ასევე მომენტალურად და უპროცენტოდ ხდება თანხის გადარიცხვა, საქველმოქმედო მიზნებით, უკრაინის ეროვნული ბანკისა და უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ანგარიშებზე 6 ქვეყნიდან.
ინტელიექსპრესის სისტემის გამოყენებით საკომისიოს გარეშე გადარიცხვა შემდეგი ქვეყნებიდანაა შესაძლებელი: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, იტალია, კვიპროსი, თურქეთი და საქართველო.
ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი 15 წელზე მეტია ოპერირებს უკრაინაში, სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ მომხმარებლებს, პარტნიორებს და მთელს საზოგადოებას”, განმარტავენ ინტელიექსპრესში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …