თიბისი ბიზნეს კლუბის ვიდეოსერიები ქუთაისიდან გრძელდება

თბილისი (BPI) –

დღეს, 12.00 საათზე თიბისი ბიზნესის ფეისბუქ გვერდზე მორიგი ვიდეოსერიის ჩვენება გაიმართება. ბიზნეს საუბარი, ამჯერად, ქუთაისში მიმდინარეობს და ადგილობრივ ბიზნესებს წარმოადგენს.

ვიდეოსერიის მეორე ფილმის სტუმრები იქნებიან ალექს ჩიქოვანი, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „ლაივის“ დამფუძნებელი, ალექსანდრე მშვილდაძე, რესტორან „აგერარის“ დამფუძნებელი, ქრისტინე ლორთქიფანიძე, საკონსულტაციო კომპანია „ანოვა“ და მარიკა თვარაძე, რესტორან „დების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ისინი ისაუბრებენ კომპანიის განვითარებისა და ბრენდინგის თავისებურებებზე, რაც ქუთაისში არსებული ბიზნესებისთვის არის დამახასიათებელი; სტუმარმასპინძლობის ქუთაისურ კულტურასა და უნიკალურ გამოცდილებაზე, რომელსაც ეს მხარე სთავაზობს ადამიანს.

ვიდეოსერიები მიზნად ისახავს თიბისი ბიზნეს კლუბის წევრების მხარდაჭერასა და განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა საკითხზე. თიბისი ბიზნესი ვიდეოსერიებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კვლავ შემოგთავაზებთ.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის განახლებადი ენერგიის შესახებ პანელურ სესიას მოდერატორობა გაუწია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების …