თბილისმა ონკო-ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

თბილისი (BPI) – თბილისში ონკო-ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე: “თანამედროვე მიდგომები ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკასა და კურნალობაში“.  ღონისძიება  „საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის“ ეგიდით მოეწყო, რომელსაც დედაქალაქი პირველად მასპინძლობდა.  კონფერენცია საქართველოს პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა გახსნა.

„მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დონის კონფერენცია იმართება ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში. ღონისძიებას ესწრებიან ქართველი მედოკოსები,  რომლებმაც დარგის სპეციალსიტებისგან მიიღეს საუკეთესო რეკომენდაციები, გაეცნენ მათ გამოციდლებას და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს. მათ შესაძლობა აქვთ დანერგონ და გადმოიტანონ ის მეთოდები, რაც წარმატებული და აპრობირებულია უცხოეთის ქვეყნებში,“ – აღნიშნა მირიან წიკლაურმა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ონკო-ენდოკრინოლოგიის დარგში საერთაშორისო გამოცდილების, მსოფლიოში უახლესი მიღწევების შესწავლას და ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში მათი დანერგვის ხელშეწყობას.

კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალურად მოწვეულმა მსოფლიოს წამყვანი ენდოკრინოლოგებმა დამსწრე საზოგადოებას  ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები გააცნეს.

 „მოხარული ვარ, რომ თბილისში ჩამოვედი და ასეთი მნიშვნელობის მქონე საერთაშორისო კონფერენციას დავესწარი. აღნიშნული ღონისძიება გლობალური ჯანმრთელობის ორგანიზაციების ეგიდით ტარდება და მიზნად ისახავს ონკო-ენდოკრინოლოგიის დარგში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგიური შემთხვევები, შესაბამისად კონფერენციაზე საუბარი გვქონდა როგორც მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე, ასევე პრევენციის ზომებსა და მის აუცილებლობაზე. მსოფლიოში უკვე ხელმისაწვდომია მკურნალობისა თანამედროვე მეთოდები და პრეპარატები, კონფერენციაზე განვიხილით, თუ რა გზით არის შესაძლებელი აღნიშნული მეთოდები საქართველოშიც დაინერგოს,“ – აღნიშნა ემორის საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიისა და ჰემატლოგიის პროფესორმა, ნაბილ საბამ.

„ცხოვრებაში წარმატების მიღწევისთვის აუცილებელია გუნდურობა, შესაბამისად, კიბოსთან ბრძოლაც  გუნდურ პრინციპებს ემყარება. ამიტომაც ემორის საუნივერსიტეტო კლინიკიდან მოწვეული არიან სხვადასხვა დარგის ექიმები, რადგან კიბოსთან ბრძოლა მოითხოვს მაღალი დონის ტექნოლოგიებს. აუცილებელია როგორც ექიმთა გუნდის, ასევე რადიოლოგთა  და პოლიტიკოსთა ჩართულობაც. შემოდის მკურნალობის ახალი მეთოდები, რასაც ქვეყანაში სჭირდება სპეციალური ნებართვები, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი სწპრედ, პოლიტიკოსებს მიუძღვით,“ – მიაჩნია ემორის საუნივერსიტეტო კლინიკის ბირთვული მედიცინის სერთიფიცირებულ ექიმს, რაგუვეერ ჰალკარის.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოში მოღვაწე მედიკოსებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ მათთვის საჭირო ინფორმაციას, მიეღოთ საჭირო რეკომენდაციები და  საერთაშორისო გამოცდილება მსოფლიოში წამყვან ენდოკრინოლოგებისგან.

„მოგეხსენებათ, საქართველოში  ონკო-ენდოკრინული დაავადებების რიცხვმა საგრძნობლად იმატა და საკმაოდ ხშირია ახალგაზრდა პაციენტების მომართვიანობა კლინიკებში.  სწორედ, ამიტომ შეიქმნა „საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაცია“, რომელიც  ხელს შეუწყობს ენდოკრინოლოგიის, როგორც დარგის განვითარებას და ონკოლოგიური პაციენტების სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენს მიერ მოწვეული სტუმრები აშშ-დან არიან მსოფლიო დონის სპეციალისტები, ისინი ცნობილები არიან არა მხოლოდ საკუთარ ქვეყენაში, არამედ მთელს მსოფლიოში. სასიხარულოა, რომ მათ შორის არის ჩვენი ქართველი მედიკოსი ემორის უნივერსიტეტის ვინშიპის ონკოლოგიის ცენტრის, რადიაციულიონკოლოგიის  დეპარტამენტის პროფესორი ნათია ესიაშვილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სტუმრების ხედვები, თანამედროვე მიდგომები, აზრი, რეკომენდაციები ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგიის მკურნალობაშ.  “- აღნიშნა ასოციაციის პრეზიდენტმა, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკო-ენდოკრინოლოგმა, მედიცინის აკადემიური დოქტორმა, თამარ მაკარიძემ.

„საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის“ მიზანს წარმოადგენს პრობლემისადმი მულტიდისციპლუნური  მიდგომით, კერძოდ, ენდოკრინოლოგების, ონკოლოგიის სხვადასხვა სფეროში მომუშავე სპეციალისტების, ონკო-ქირურგების, პათომორფოლოგების, რადიოლოგების და ქიმიოთერაპევტების მჭიდრო თანამშრომლობით სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტზე ორიენტირებული მედიცინის ხელშეწყობა.

შემთხვევითი სიახლე

საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ქარსაფარი ზოლები გაშენდება

თბილისი (BPI) – საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 25 კმ (18 ჰა ფართობი)  ქარსაფარი ზოლები …