თბილისი-ზუგდიდის მატარებლის რეისის მგზავრებს ბილეთის ღირებულების 25% აუნაზღაურდებათ

თბილისი (BPI) – საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, თბილისი-ზუგდიდის მატარებლის რეისის დღევანდელ მგზავრებს ბილეთის ღირებულების 25% აუნაზღაურდებათ.

“თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი ტექნიკური მიზეზით შეფერხდა. მგზავრები ზუგდიდში 1 სთ 35 წთ დაგვიანებით ჩავიდნენ.

ყველა იმ პირს ვინც ორი დღის ვადაში, “საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, გადახდილი თანხის 25% აუნაზღაურდება”, – განმარტავენ რკინიგზაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …