თბილისის აეროპორტში სახელსაწყო დაფრენის სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს

თბილისი (BPI) – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელსაწყო დაფრენის სისტემის (ILS 31L) მონაჟის პროცესი მიმდინარეობს, რომლის დასრულებაც მიმდინარე თვის ბოლომდე იგეგმება.

აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა 2019 წლის ბოლოს და წარმატებით ფუნქციონირებს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის 13R კურსით. ICAO – ს მიერ დადგენილი პროცედურების თანახმად, აღნიშნული სისტემის საფრენოსნო შემოწმება ტენდერში გამარჯვებული ინგლისური კომპანიის თვითმფრინავმა-ლაბორატორიამ აგვისტოს პირველ რიცხვებში უნდა მოახდინოს, რის შემდეგაც სისტემა შევა ექსპლუატაციაში. საფრენოსნო შემოწმება გულისხმობს სანავიგაციო საშუალების შემოწმებას სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავით, რომელიც ამოწმებს მის მუშაობას და შესაბამისობას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ICAO Annex 10 – ით დადგენილ სტანდარტებთან.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …