თბილისის აეროპორტი გაფართოვდა – TAV Georgia-მ 8 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

თბილისი (BPI) – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების 6 ახალი სადგომი გაიხსნა. ახალი სადგომები აეროდრომის ტერიტორიის 27 000 კვ.მ ფართობს მოიცავს.

პროექტის ფარგლებში ასევე დამონტაჟდა ახალი განათების სისტემებიც. აღნიშნული 6 ახალი სადგომი C კოდის საჰერო ხომალდებისთვის (Airbus 320, 321, 318,, 319; Boeing 737, MD-80 და სხვ.) არის გათვლილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში საჰაერო ხომალდის 63 სადგომი აქვს. აეროდრომის ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტში ტავ ჯორჯიამ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

შემთხვევითი სიახლე

ქ. თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი გაიხსნა

ქ.თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ფორუმზე მსჯელობენ მსოფლიო მასშტაბით …