თბილისისთვის საახალწლო ილუმინაციებს იტალიური IDO SRL-ი დაამზადებს

თბილისი (BPI) – თბილისისთვის საახალწლო ილუმინაციებს იტალიური IDO SRL-ი დაამზადებს.

თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს კახა კალაძე იტალიის ქალაქ რეჯიოში თავად გაეცნობა.

კომპანია IDO SRL-მა „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო, რომელთა ფარგლებში საახალწლოდ განათდება წმინდა გიორგის მონუმენტი, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი, ასევე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

შემთხვევითი სიახლე

კომერციული ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემა დაკავშირებულია მხოლოდ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასთან – ლევან მეხუზლა

ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმებით საქართველომ კიდევ უფრო უნდა გაიმყაროს პოზიციები და საერთაშორისო ბაზარზე …