ვითიბის მხარდაჭერით ქუთაისის მიმდებარედ რესტორანი “კვამლი“ აშენდა

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური დახმარებით, ქუთაისის მიმდებარედ აშენდა რესტორანი „კვამლი“. მოგვიანებით, ბანკის დაფინანსებით, სრულად  აღიჭურვა სამზარეულო თანამედროვე უჟანგავი ლითონის მოწყობილობა დანაგარებით და მოპირკეთდა ანტიბაქტერიული საამშენებლო მასალებით.

ჯამში, პროექტზე, მილიონ ლარამდე თანხა იყო გამოყოფილი.

„სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში.  გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და საკუთარ თავს იმ საქმეში, რაც ბიზნეს სექტორის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“ – განაცხადა ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო  ბიზნესის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ ჩაჩხიანმა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი …