ვარნასა და თბილისს შორის ჩარტერული ავიარეისების დანიშვნა განიხილება

თბილისი (BPI) – ბულგარეთის სიდიდით მესამე ქალაქ ვარნასა და საქართველოს დედაქალაქ თბილისს შორის ჩარტერული ავიარეისების დანიშვნა განიხილება.

აღნიშნულის შესახებ ბულგარეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თამუნა ლილუაშვილისა და ვარნას მერის ივანე პორტნიჰის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ბულგარეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები წლების წინ იყო, თუმცა დღეისათვის ქვეყნებს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღარ აქვთ.

როგორც საქართველოს ელჩი მიიჩნევს, ვარნასა და თბილისს შორის ავიარეისების დანიშვნით ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის გამარჯვებულები დაჯილდოვნენ

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ქ. სენაკისა …