ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა ჩერდება – ალტერნატივა ბანკები და მისოებია

თბილისი (BPI) – კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის მუშაობა ჩერდება.

როგორც ბიზნესპარტნიორს სებ-ში განუცხადეს, მოსახლეობისთვის ვალუტის გადახურდავების ალტერნატივად რჩება ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ეროვნული ბანკის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა. სუბიექტებს საქმიანობა შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით შეეძლებათ.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმრო „ფოსტა მესტიაში“ ივნის-ივლისის ტურისტული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესდა

მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფოსტაში“ ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებენ. სასტუმრო გენერალური მენეჯერის, გვანცა ფალიანის ინფორმაციით, …