ეროვნული ბანკის მორიგი კვლევითი ნაშრომი ფინანსურ დოლარიზაციაზე

საქართველოს ეროვნული ბანკი, საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, ანალიტიკური და კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას აგრძელებს. კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში. ნაშრომების სერია ემსახურება დისკუსიის ხელშეწყობას და უკუკავშირის მიღებას. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებულია ცენტრალური ბანკებისათვის ისეთ რელევანტურ/მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა – მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.

მორიგი კვლევითი ნაშრომი “ფინანსური დოლარიზაციის ნეგატიური გვერდითი ეფექტები”  ეროვნული ბანკის თანამშრომლების – ვალიდა ფანცულაიას, ანა ჯანგველაძისა და შალვა მხატრიშვილის მიერ მომზადდა. სტატიაში განხილულია დოლარიზაციის ის რამდენიმე გვერდითი ეფექტი, რომლებმაც შესაძლოა დოლარიზაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება გამოიწვიოს, მაშინაც კი, როდესაც დოლარიზაციის თავდაპირველი გამომწვევი მიზეზი (ფასების არასტაბილურობა) აღმოფხვრილია. ავტორთა მოსაზრებით, დოლარიზაციის ეს უარყოფითი გარეგანი ეფექტები შესაძლოა, ეკონომიკურად მნიშვნელოვან ხარჯს იწვევდეს (რეალური მშპ-ის ზრდის ტემპზე დაახლოებით 1 პროცენტული პუნქტის ზომის გავლენა) ისეთი მცირე და მაღალ დოლარიზებული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

კვლევითი ნაშრომების ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …