ეროვნული არქივი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის ოფიციალური პარტნიორია

თბილისი (BPI) – ეროვნული არქივი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის ოფიციალური პარტნიორი გახდა.

ჩეთბოტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” ერთობლივი ჰაკათონის გამარჯვებული გუნდები შექმნიან.

ნიკო ნიკოლაძის დასრულებული ციფრული ენობრივი ასლი ინტეგრირდება ვებგვერდზე nikonikoladze.ge და ნებისმიერი მსურველი შეძლებს მასთან გასაუბრებას.

შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ეროვნული არქივი გადასცემს კომპანია „ჯეპრას“ არქივში დაცულ ფოტოებს, რომელსაც ჰაკათონში გამარჯვებული სტუდენტები და მოსწავლეები ჩეთბოტის სრულყოფისთვის გამოიყენებენ.

უნიკალური ფოტოები ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივ მოღვაწეობას, მისი მეგობრების წრესა და ოჯახის წევრების ცხოვრებას ასახავს. 1972 წელს ფოტომასალის დიდი ნაწილი ეროვნულ არქივს გიორგი ნიკოლაძის დამ, რუსუდან ნიკოლაძემ, გადასცა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა Energo Hack 2025-ის ფარგლებში თავის რჩეულ გუნდს პრიზი გადასცა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით კასპის ტექნოპარკში ჰაკათონი Energo Hack 2025 გაიმართა.სემეკის მიერ …