ერთ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 516 ფაქტია გამოვლენილი

თბილისი (BPI) – 2-8 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 516 ფაქტი გამოვლინდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 3 869 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები:

  • საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 150 შემთხვევა;
  • ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 28 ფაქტი;
  • მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 338 შემთხვევა.

შემთხვევითი სიახლე

მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვჭირდება მეტი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში

თბილისი (BPI) – აშშ-სთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთი მრავალვექტორული და ყოვლისმომცველი, როგორც ეს …