დღეიდან, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით შეძენილი პროდუქციის გადაზიდვის განახლებული პირობები ამოქმედდა

დღეიდან, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით შეძენილი პროდუქციის გადაზიდვის განახლებული პირობები ამოქმედდა. ახალი პირობების მიხედვით, შეკვეთის განთავსებისას მომხმარებლის მიერ აღარ მოხდება კოდური სიტყვის მითითება. ასევე, შეკვეთის განთავსებისას მომხმარებლის მიერ აღარ მოხდება დამატებითი მიმღები პირის შესახებ ინფორმაციის მითითება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ დახვდება გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელს შეკვეთაში მითითებულ მისამართზე, გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლის მიერ პროდუქციის ჩაბარება შესაძლებელი იქნება, მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციისა და შეთანხმების საფუძველზე, იმავე მისამართზე მყოფი სხვა პირისათვის, რომელმაც აუცილებელი წესით უნდა წარმოადგინოს საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ასევე, მომხმარებლის მიერ პროდუქციის ჩაბარების ხელმოწერით დადასტურება მოხდება გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ ელექტრონული ხელმოწერის დაფაზე.

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს სახელი ალპების მთებში – Freeride World Tour: Georgia Pro 2026 ავსტრიაში ჩატარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ჩართულობითა და ფრირაიდის მსოფლიო ტურის გადაწყვეტილებით, …