დევნილებისთვის ზუგდიდში ბინების მიღებაზე განაცხადების მიღება იწყება

თბილისი (BPI) – დევნილთა განსახლების მიზნით ბინებზე აპლიკაციების მიღებას ორშაბათიდან დაიწყება, მალე დაიწყება ასევე განაცხადების მიღება თბილისისა და ქუთაისის ბინებზეც, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა.

მისი განცხადებით, სამინისტრომ უკვე დაიწყო საინფორმაციო კამპანია დევნილთა განსახლების საკითხებზე.

„ბოლო დროს, საეჭვოდ გააქტიურდნენ პირები, რომელთა წაქეზებითა და ხელშეწყობითაც დევნილთა გარკვეული ჯგუფები აქტიურად იჭრებიან კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართებში და უკანონოდ იკავებენ. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა კარგად იციან N320 ბრძანებაში არსებული ჩანაწერი, რომლითაც, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც თვითნებურად იკავებენ საცხოვრებელ ფართებს. დევნილებს, რომლებიც თვითნებურად, უკანონოდ იჭრებიან სხვის კერძო საკუთრებაში, ვაფრთხილებთ, რომ მოხდება მათთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტა და უარს მიიღებენ ბინით დაკმაყოფილებაზე. მინდა, კიდევ ერთხელ მოგმართოთ დევნილ მოსახლეობას, ნუ აჰყვებით პროვოკაციულ მოწოდებებს ამა თუ იმ ობიექტში შეჭრასთან დაკავშირებით, რადგან ყოველ ასეთ შემთხვევას, მოჰყვება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.ნუ ენდობით მათაც, ვინც გარკვეული საფასურის გადახდით, გპირდებათ ბინის მიღებაში დახმარებას. გირჩევთ, ასეთი შეთავაზების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ სამართალდამცავებს. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ასეთი ქმედებისგან და დაელოდოთ კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც მუშაობას სექტემბრის დასაწყისში დაიწყებს. ჩვენი მხრიდან გპირდებით, რომ ბინების განაწილების პროცესი წარიმართება სრულიად გამჭვირვალედ და სამართლიანად,”- განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

შემთხვევითი სიახლე

პროკურატურა ხაზარაძე/ჯაფარიძეს პასუხობს

თბილისი (BPI) – პროკურატურა თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს. “საქართველოს …