გურამ ბაღდოშვილი: ვირუსის შემდეგ საქართველო შესაძლოა პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად იქცეს

თბილისი (BPI)- გურამ ბაღდოშვილი არ გამორიცხავს, რომ COVID-19-ის გადავლის შემდეგ საქართველო ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდეს.

ამის თქმის უფლებას გასტრონომიული ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელს ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები აძლევს.

“საქართველოზე ბევრად განვითარებულმა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს კორონას შემაკავებელი ზომების მიღება ისე ეფექტურად, როგორც საქართველომ და არ არის გამორიცხული, საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი წერტილი, სადაც ტურიზმი მოაწვება, რადგან ასეთი პატარა ქვეყანა ვართ და ასე ცოტა ადამიანი გვყავს დაავადებული”, – განაცხადა ბაღდოშვილმა გადაცემა ბიზნესპარტნიორში.

ბაღდოშვილი ქართველების ქმედებებზეც აღნიშნავს.

„მთელი ქვეყანა მხარს უჭერს ერთმანეთს. ვცდილობთ, თავი დავიცვათ, არ ვიყოთ კომუნიკაციაში ისე როგორც ქართველებს გვიყვარს. ევროპის ზოგიერთ ქალაქში ბაგა-ბაღი და სკოლაც არ დახურულა, უპასუხისმგებლოდ უდგებიან საკითხს. საქართველოში კი აქტიურად ვებრძვით კორონას.

შემთხვევითი სიახლე

რუსთავის წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის …