გაუფასურებული ლარი ამჯერად ინფლაციას არ ემუქრება

თბილისი (BPI)  – ნომინალური კურსის ბოლო  გაუფასურება არ არის იმ მასშტაბის, რომ ინფლაციაზე წნეხი გამოიწვიოს, – კობა გვენეტაძემ პალიტრაTV-ის ეთერში, მპკ-ის მომავალი კვირის გამოწვევებზე ისაუბრა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოლიტიკის შერბილების მიზანშეწონილობას ჯერ ვერ ხედავს.

გაუფასურების მიზეზად მთავარი ბანკირი ბიზნესსუბიექტების გააქტიურებას და მარაგების შესაქმნელად თადარიგის დაჭერას ასახელებს.

ამასთან გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ბაზარი წლების წინანდელს არ გავს – 2014-2015 წლებში უფრო მეტი დამოკიდებულება იყო ფულად გადმორიცხვებზე, წელს არა. 2019 წელს ინფლაციაზე მაღალი წნეხი იყო წელს – არა.

გვენეტაძემ ამავდროულად $1/₾3 პროგნოზების არამართულობაზე განაცხადა, რაზეც ცენტრალური ბანკები პროგნოზს არ აკეთებენ.  დადასტურებით მხოლოდ შეუძლია იმის თქმა, რომ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გადაიხედება.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …