გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3.4 მლნ ბარელით შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3.4 მილიონი ბარელით შემცირდა და შეადგინა 420,82 მლნ ბარელი.

ბენზინის მარაგები შემცირდა 4,78 მილიონი ბარელით და შეადგინა 220,19 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები გაიზარდა 1,24 მილიონი ბარელით და შეადგინა 105.264 მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი ბარელით და შეადგინა 11,9 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

 

შემთხვევითი სიახლე

29 ივლისს თბილისს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი ეწვევიან, რომლებიც Executive Leadership Workshop-ს ჩაატარებენ

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ორგანიზებით, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ში გაიმართება Executive Leadership Workshop – ერთდღიანი …