გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ უკანონო თევზჭერის ფაქტზე გამოვლენილი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ უკანონო თევზჭერის ფაქტზე გამოვლენილი პირი საჩხერის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, 1 წლითა და 6 თვის ვადით, პირობითი მსჯავრი შეუფარდა.
სამართალდამრღვევი უკანონო თევზჭერას ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოეთში, მდინარე საძალისხევზე, თევზჭერის აკრძალული იარაღით – ელექტროშოკური აპარატით ახდენდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს (სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში).

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …