გააძვირებს თუ არა FED-ის გადაწყვეტილება სესხებს საქართველოში – გაჩეჩილაძის პასუხი

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა (FED) მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთის 75 საბაზო პუნქტით (0.75%) 3.0 – 3.25%-მდე გაზარდა.

BMG-ის კითხვაზე – რამდენად გააძვირებს FED-ის გადაწყვეტილება საქართველოში სესხებს, „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ უპასუხა, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მხოლოდ კორპორატიული და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე მოახდენს გავლენას, თუმცა არ დაუკონკრეტებია რამდენით.

„დიდი კორპორატიული და საშუალო ბიზნესის სესხები ცვალებად განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, ეს მათზე აისახება, მაგრამ საცალო მსესხებლებზე, რომლებიც სესხს ლარში იღებენ, მათ დაფინანსებასა და ლარის იპოთეკურ სესხებზე არ აისახება“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

 

წყარო: bm.ge

შემთხვევითი სიახლე

სემეკის თანამშრომლები ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თანამშრომლები – …