ბიზნესს პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება – ძლიერი ბიზნესი = ძლიერ ეკონომიკას

თბილისი (BPI) – ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა ბიზნესს ხელს უშლის.

სტაბილურობის მნიშვნელობაზე ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა და მიაჩნია, რომ ამაზე უნდა იფიქროს ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც.

მან აღნიშნა, რომ ასოციაცია აპოლიტიკური ორგანიზაცია და გაწევრიანებულები ბიზნესში არიან ცართულნი. “ვმუშაობთ, რომ მეტი ადამიანი დავასაქმოთ და ქვეყანაში მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, რითაც ქვეყანა გაძლიერდება.  წარმატების ქვაკუთხედი ძლიერი ბიზნესია, ძლიერი ბიზნესი უდრის ძლიერ ეკონომიკას, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. პოლიტიკური არასტაბილურობა ცუდ გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე. მინდა, ვთხოვო ჩვენს ოპოზიციასაც და პოზიციასაც, ჩვენ ბიზნესმენები ვართ და პოლიტიკურ თემებში არ ვერევით, მინდა, ყველას ძალიან ვთხოვო, რომ უფრო მეტი დრო დავუთმოთ იმაზე ფიქრს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის პოლიტიკური სტაბილურობა“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1459 შეადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების …