ბიზნესდაჯილდოება გამარჯვებულებს გამოავლენს

თბილისი (BPI) – თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2019-ის ფინალური ღონისძიება დღეს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება ბიზნესებისთვის 5 ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლებს. ასევე, წელს პირველად საპატიო ჯილდო ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გამორჩეულ ბიზნესს გადაეცემა.

გამარჯვებისთვის შემდეგი ბიზნესები იბრძვიან:

  • საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის ფაბერი, პროფი, თრიფქარს
  • საუკეთესო ინოვაციებისთვის ველი, ოპტიო ეიაი და სისიელეი
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისათვის ფლასთიქვოჩერ.ჯი, დადარი,  ნატა ბუაჩიძის სტუდია
  • თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისათვის მიკროგრინი, ვანდერლენდი, ვიაიპი სეკრეტარი
  • საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის შექმნისთვის სამოსელი პირველი, ალაზნის თავი, სოფლიდან.ჯი

წელს პრიზები უცვლელი რჩება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და  პროგრამული უზრუნველყოფა.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მსხვილი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისი (BPI) – საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული …