ბანკებს 16 მლრდ უჩნდება COVID-ით დათრგუნული ეკონომიკის სტიმულირებისთვის

თბილისი (BPI) – ბანკებს შეუმსუბუქდება კაპიტალის მოთხოვნები, რაც გულისხმობს კაპიტალის კონსერვაციის ბუფერისა (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 2,5%-ის ოდენობით) და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილის (არაჰეჯირებული საკრედიტო რისკის ბუფერის 2/3) გაუქმებას. აღნიშნული საბანკო სექტორს 1,6 მილიარდი ლარის ოდენობის კაპიტალს გამოუთავისუფლებს, რაც შეიძლება მიმართული იქნას პოტენციური ზარალების გასანეიტრალებლად ან ეკონომიკის 16 მილიარდი ლარით დასაკრედიტებლად.

ჯამურად, საბანკო სექტორს მინიმალური მოთხოვნების ზევით 4 მილიარდი ლარის კაპიტალის ბუფერი გააჩნია, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება სრულად  გამოთავისუფლდეს. ეროვნული ბანკის მიერ კაპიტალის მოთხოვნების შემსუბუქება ბანკებმა არ უნდა გამოიყენონ დივიდენდის, აქციების გამოსყიდვის, წილობრივი ინვესტიციების, მენეჯმენტის ბონუსების ზრდის ან სხვა ისეთი გადახდების განსახორციელებლად, რომელიც ბანკის კაპიტალს შეამცირებს.

ასექტორში არ დგას ლიკვიდობის პრობლემა, ეროვნული ბანკი სრულ მზადყოფნაშია ეკონომიკას საჭირო მოცულობის ლიკვიდობის რესურსი მიაწოდოს. ამ მიზნის მისაღწევად ეროვნულ ბანკს აქვს ადექვატური მოცულობის უცხოური ვალუტის რეზერვები, რომელსაც ასევე დაემატება ახლო პერიოდში მოსალოდნელი სავალუტო შემოდინებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. ხოლო ეროვნული ვალუტის მიწოდება მოხდება საჭიროების შესაბამისად იმ ფორმით და ოდენობით, რასაც ეკონომიკა მოითხოვს.

ეროვნული ბანკი  ამბობს, რომ მოვლენებს აკვირდება,  კომუნიკაციაშია საფინანსო სექტორთან და  საკმარისი ვალუტა აქვს ბაზრის მოსამარაგებლად. 3.3 მლრდ დოლარის რეზერვები  აქვს და ელოდება სსფ-ს დაფინანსებას, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებაც მოყვება.

სებ-ს ბანკების ვალუტით მომარაგება გაცხადებული აქვს შეუზღუდავი პერიოდით, საჭიროების მოხსნამდე.  ინტერვენციებთან ერთად სავალუტო რეზერვებით და მიღებული რესურსით, კომერციულ სექტორთან ერთად ბლუმბერგზე ივაჭრებს.

შემთხვევითი სიახლე

BAG ინდექსი: გამოკითხულთა 76% სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას განხილვის ვადების შემჭიდროვებაში ხედავს

თბილისი (BPI) – BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების  33.4% სასამართლო სისტემას …