ბაზისბანკმა ქუთაისში ახალი სერვისცენტრი გახსნა

თბილისი (BPI) – ბაზისბანკმა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზ. 63-ში ახალი სერვისცენტრი გახსნა.

ახლადგახსნილი სერვისცენტრი უნივერსალურია. იგი მომხმარებელს ბაზისბანკში არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. სერვისცენტრი შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან და გათვლილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული კლიენტებისათვის  მაქსიმალურად კომფორტული სერვისის მიწოდებაზე. სერვისცენტრი ქალაქის სტრატეგიულ ადგილასაა. მისი მეშვეობით, გაფართოვდება ბანკის საქმიანობის არეალი და გაიზრდება კლიენტთა რაოდენობა. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ბაზისბანკი უკვე 2 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი.

ბაზისბანკი აქტიურად განაგრძობს რეგიონებში ქსელის გაფართოებას და ქმედით ნაბიჯებს დგამს მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით.

დასავლეთის რეგიონში ეს უკვე ბაზისბანკის მე–7 სერვისცენტრია.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს სახელი ალპების მთებში – Freeride World Tour: Georgia Pro 2026 ავსტრიაში ჩატარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ჩართულობითა და ფრირაიდის მსოფლიო ტურის გადაწყვეტილებით, …