ბაზისბანკის მენეჯმენტს 2 ახალი დირექტორი შეემატა

თბილისი (BPI) – ბაზისბანკის მენეჯმენტს ორი ახალი წევრი შეემატა. საბანკო სექტორში მუშაობის სოლიდური გამოცდილების მქონე, გიგი გაბუნია და რატი დვალაძე, რომლებიც კომერციულ და ოპერაციულ მიმართულებებს უხელმძღვანელებენ.

„ბანკის სწრაფი ზრდა და განვითარება, დასახული ამოცანების მეტად ოპერატიულად გადაწყვეტას გვისახავს მიზნად.  კიდევ უფრო დახვეწილი ორგანიზაციული სტრუქტურა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულები, სწორედ ამბიციური სამომავლო გეგმების წარმატებით შესრულებაში დაგვეხმარება.“ – აცხადებენ ბაზისბანკში.

შეგახსენებთ, რომ ბაზისბანკი უმსხვილესი ბანკების ექვსეულშია და მისი აქტივები  1,400 მილიონ ლარს აღემატება. ბანკის საკრედიტო პორტფელი 930  მილიონ ლარს აღემატება. ბაზისბანკის მომგებიანობის ტრენდი კი,  სექტორშიყველაზე  სტაბილურ ზრდას აჩვენებს.

შემთხვევითი სიახლე

29 ივლისს თბილისს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი ეწვევიან, რომლებიც Executive Leadership Workshop-ს ჩაატარებენ

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ორგანიზებით, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ში გაიმართება Executive Leadership Workshop – ერთდღიანი …