ახლად შექმნილი ატრაქციონით ავიაკატასტროფის სიმულირება შესაძლებელია

თბილისი (BPI) – ხარ ექსტრემალი და გსურს ავიაკატასტროფის შეგრძნება განიცადო? ეს ატრაქციონი სწორედ შენთვისაა.

Independent-ის ინფორმაციით, ახლად შექმნილი სიმულატორ FLIGHT-ის მეშვეობით მსურველს შესაძლებლობა აქვს ავიაკატასტროფა “გამოსცადოს”. ატრაქციონი ამ დროისათვის მხოლოდ ნოტინგემშია ხელმისაწვდომი. აღნიშნული ატრაქციონის გამოცდას კი იმ ადამიანებს ურჩევენ, რომელთაც ნერვული აშლილობა არ აწუხებთ. ატრაქციონის შექმნაზე Darkfield-ის წარმომადგენლები მუშაობდნენ და ის წარმოადგენს Boeing 707-ის ზუსტ ანალოგს. თვითმფრინავში შესვლისთანავე თვითმფრინავი ბნელდება და სპეციალური ხმებითა და სპეცეფექტებით ხდება ავიაკატასტროფის იმიტაცია.

ატრაქციონის ბილეთის ღირებულება 10 დოლარია.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს სახელი ალპების მთებში – Freeride World Tour: Georgia Pro 2026 ავსტრიაში ჩატარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ჩართულობითა და ფრირაიდის მსოფლიო ტურის გადაწყვეტილებით, …