აჭარა ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IBTM 2021″ მიმდინარეობდა. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე რეგიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წარადგინა. გამოფენაზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საკონვენციო ბიუროსა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად იყო წარმოდგენილი.

საქმიანი ტურიზმის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხევდრები გამართეს მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. საერთაშორისო გამოფენაში 140-ზე მეტი ქვეყანა და 3000-ზე მეტი მიმართულება მონაწილეობდა. გამოფენას ტურიზმის სფეროს 15,000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა სს „თელასი“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების აღმოსაფხვრელად განხორციელებული, ნორმებთან შეუსაბამო სამუშაოების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების აღმოსაფხვრელად ჩატარებული …