აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.4 მლნ ბარელით გაიზარდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.4 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 412.371 მლნ ბარელი.

ბენზინის მარაგები  შემცირდა  2,04   მილიონი ბარელით  და შეადგინა  236,787  მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები  გაიზარდა 0,77  მილიონი ბარელით და შეადგინა  114,301 მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,8 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

 

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირის დაფინანსებით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში TWINNING-ის პროექტი დაიწყო

ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლის პოლიტიკის დაცვის მიმართულებით, საჯარო სამსახურების დაძმობილების TWINNING-ის პროექტი …