აღმოსავლეთ პარტნიორობა: მედიის ექსპერტების შეხვედრა რიგაში დონორების მომავალი მხარდაჭერის განსაზღვრის მიზნით

თბილისი (BPI) – 100-მდე მედია-პროფესიონალი, დონორი, ოფიციალური პირები ევროკავშირიდან და მედიის განვითარების ორგანიზაციების წარმომადგენლები 13-14 ნოემბერს რიგაში (ლატვია) შეიკრიბნენ ღონისძიებაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის მედია კონფერენცია 2019: ბიზნესი და მდგრადობა“. კონფერენციამ, რომელიც ორგანიზებული იყო ევროკომისიის მიერ საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის და ლატვიის მთავრობის მხარდაჭერით, შესაძლებლობა მისცა მონაწილეებს განეხილათ დამოუკიდებელი მედიის პერსპექტიულობის სტრატეგიები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

მონაწილეებმა ისაუბრეს ჟურნალისტების წინაშე მდგარ გამოწვევებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) და წარმოადგინეს იმ ცალკეული მედია-საშუალებების მაგალითები, რომლებიც წარმატებით გადადიან ბიზნესის მომგებიან მოდელებზე.

ციფრული ტრანსფორმაცია, მონაცემთა ანალიზის და აუდიტორიის კვლევის გაუმჯობესებული წვდომა, მონეტიზაციის სტრატეგიები, ახალი პლატფორმების და სერვისების დივერსიფიკაცია და მედია-მენეჯმენტის უნარების განვითარება – ეს გადაწყვეტები იყო შემოთავაზებული დამოუკიდებელი მედიის პოტენციალის გაძლიერების მიზნით რეგიონში. კონფერენციის შედეგები და რეკომენდაციები ემსახურება მედიისთვის გასაწევი სამომავლო დახმარების განსაზღვრას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ეს კონფერენცია იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-2 მედიაკონფერენციის გაგრძელება, რომელიც ჩატარდა 2017 წელს კიევში და განსაზღვრა ეკონომიკური მდგრადობა, როგორც პროფესიული ჟურნალისტიკის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევა მთელ რეგიონში.

შემთხვევითი სიახლე

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ლაშქარაძე კაკავამ ჩაანაცვლა

თბილისი (BPI) – შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ ლაშქარაძე ლევან კანკავამ ჩაანაცვლა. ფინანსთა სამინისტროს უწყებაში …