არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის – ოთარ შამუგია

“არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბუნებრივია საზოგადოების ინტერესი სურსათით მომარაგების მიმართულებით. ჩვენ სწორედ ამ პროცესების კოორდინირებულად მართვისთვის შევხვდით იმპორტიორებს და სურსათის ძირითად მიმწოდებლებს”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის და სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია მიმწოდებლებთან და იმპორტიორებთან პროცესების ეფექტიანი მართვისთვის.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმრო „ფოსტა მესტიაში“ ივნის-ივლისის ტურისტული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესდა

მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფოსტაში“ ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებენ. სასტუმრო გენერალური მენეჯერის, გვანცა ფალიანის ინფორმაციით, …