ანბანის სკვერში სავაჭრო ცენტრი აღარ აშენდება

თბილისი (BPI) – დიდ დიღომში, ანბანის სკვერში მცირე სავაჭრო ცენტრი აღარ აშენდება.

კახა კალაძის თქმით, სავაჭრო ცენტრ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ანბანის სკვერის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რის შედეგადაც, აღნიშნული ტერიტორიის გამოსყიდვა შესაძლებელია.

„სკვერში წლების წინ გაიცა სამშენებლო ნებართვა. კონკრეტულად, მცირე სავაჭრო ცენტრის აშენებაზე. ადგილობრივ მოსახლეობას პირობა მივეცი, რომ ამ ადგილზე აღნიშნული შენობა-ნაგებობა არ განთავსდებოდა. დავიწყეთ მოლაპარაკებები და მივაღწიეთ შეთანხმებას. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოგვაქვს ამ მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა-გამოსყიდვის საკითხი, რათა ეს პროექტი ამ კონკრეტულ სკვერში არ განხორციელდეს. ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც პრობლემაა და ქალაქის ურბანული განვითარების თვალსაზრისითაც დაუშვებელია მწვანე სკვერებსა და სივრცეებში ასეთი სამუშაოების წარმოება. აღნიშნული სკვერი მოეწყობა და გალამაზდება. ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მივიდნენ და იქ დაისვენონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ანბანის სკვერი სრულად იქნება მოწესრიგებული.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის …