ანაკლიის კონსორციუმი “კონტი ჯგუფის” დაბრუნებაზე აცხადებს

თბილისი (GBC)- ინვესტორმა გადაწყვეტილება შეცვალა – ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში რჩება.

ინფორმაცია ინვესტორის შეცვლილი გადაწყვეტილების შესახებ  ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაავრცელა.

„კონტი ჯგუფის“ მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დატოვების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აგვისტოში გავრცელდა. მიზეზი არ დასახელებულა.

სამეწარმეო რეესტრში ცვლილებები ჯერ ასახული არ არის. ამ დროისთვის ანაკლიის განვითარების კონსორციუმის 99,99%-იანი წილის მფლობელი სს ანაკლია ჰოლდინგია, 0.01% – სახელმწიფო ფლობს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …