ალავიძე: ხელოვნური ინტელექტის შემდეგი განვითარება დაეხმარება ქვეყნებს იყვნენ პროდუქტიულები

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა.

ალავიძემ განაცხადა, რომ საქართველო ცდილობს, ფეხი აუწყოს ახალი ტექნოლოგიების განვითარების ტემპს და ამ სფეროში უკვე არსებული პრაქტიკა და საუკეთესო გამოცდილება გაიზიაროს.

„ჩვენ ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ ამ ტემპს და მივიღოთ საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკა დიდი მოთამაშეებისგან. დარწმუნებული ვარ, ხელოვნური ინტელექტის შემდეგი განვითარება დაეხმარება ჩვენს რეგიონს და ქვეყნებს უფრო პროდუქტიულები იყვნენ მომავალი წლისთვის. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ პარტნიორები ვართ გლობალური სამყაროსთვის, იმიტომ რომ ვფიქრობთ ლოკალურად, მაგრამ ვმოქმედებთ გლობალურად. ეს გახლავთ ჩვენი შანსი, საქართველოს მთავრობა ცდილობს მხარი დაუჭიროს ამ მიმართულებას. არსებობს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ასევე რამდენიმე წარმატებული სტარტაპი გვყავს ამ მიმართულებით, პოლიტიკა გვაქვს შემუშავებული და ვცდილობთ, ამ თვალსაზრისით სამოქმედო გეგმაც შევიმუშაოთ. ხელოვნური ინტელექტი შემდეგი ნაბიჯი იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში“, – აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

9 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში ბიზნესის 249 მიმართვა შევიდა

თბილისი (BPI) – ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 2019 წლის 9 თვის საქმიანობის სტატისტიკა გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, …