ავტომობილების ნაწილებზე ფასები გაიზარდა

პრემიერ-მინისტრის მიერ 29 მარტს ხელმოწერილი ბრძანებულება ზღუდავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმ მანქანების იმპორტს, რომელთა ქარხნული გამოშვების თარიღიც 10 წელზე მეტია (გარდა იშვიათი მანქანებისა და საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი მანქანებისა).

გადაწყვეტილება ძალაში 29 აპრილს შევიდა.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ საავტომობილო ბაზარზე აჟიოტაჟი გამოიწვია. შედეგად, ძველმა მანქანებმა და მათმა ნაწილებმა სწრაფად დაიწყეს გაძვირება.

მანქანების რეალიზაციაში ჩართული ადამიანების თქმით, 10 წელზე მეტი ასაკის მანქანები 5-10%-ით გაძვირდა. ავტომობილების რეალიზატორებმა განაცხადეს, რომ უახლოეს თვეებში ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

2004-2005 წლებში წარმოებული რუსული მანქანები ამჟამად ბაზარზე 6000 მანათად არის შემოთავაზებული. თუმცა გასულ წელს მათი ფასი დაახლოებით 4000 მანათს შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ ბოლო წლებში ძველი მანქანები მინიმუმ 50%-ით გაძვირდა.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმრო „ფოსტა მესტიაში“ ივნის-ივლისის ტურისტული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესდა

მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფოსტაში“ ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებენ. სასტუმრო გენერალური მენეჯერის, გვანცა ფალიანის ინფორმაციით, …