აგროპროდუქტებისა და სერვისების კომპანია “ბარაქა” მაღაზიებს ხსნის

თბილისი (BPI) – პანდემიური კრიზისის ფონზე არსებული რისკების გათვალისწინებით და ამბიციური გეგმებით აგრობაზარს ახალი მოთამაშე ჰყავს. „ბარაქა“ ფერმერთა მომსახურების ცენტრი და ქსელური მაღაზიაა, რომელიც მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალასა და აგრო ტექნიკას სთავაზობს.

წლის ბოლომდე კომპანიის გეგმებშია მაღაზიების გახსნა, რომელიც ფერმერებისთვის მათ პროდუქციას უფრო ხელმისაწვდომს გახდის. სავაჭრო ობიექტები ყვარელში, ზუგდიდში, მარნეულსა და გორში განთავსდება. პროდუქციის მიღება კი ფერმერებს საწყობებშიც შეეძლებათ, რომელიც კაჭრეთსა და ქუთაისში მდებარეობს.

„ბარაქა“ ბაზარზე მოსავლის ზრდისა და ფერმერებისთვის უხვი მოსავლის უზრუნველყოფის ამბიციით შემოდის და მათ აგროპროდუქციასთან ერთად გრძელვადიან კონსულტაციას და აგრონომების მომსახურების სერვისს სთავაზობს.

ვაზის მოვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები კომპანიის წარმომადგენლებმა მევენახეებთან და ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად სპეციალურად გამართულ პრეზენტაციაზე განიხილეს. შეხვედრაზე ფერმერებმა „ბარაქას“ ევროპელი პარტნიორების გამოცდილებაც გაიზიარეს.

მევენახეების გარდა „ბარაქას“ პორტფელში ასებული პროდუქტების და სერვისების შესახებ ინფორმაცია მეწარმე ფერმერებმაც მიიღეს. ბრენდის წარმომადგენლებმა მათ ევროპულ მიდგომებსა და მიგნებებზე კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას 40-მდე ფერმერი ესწრებოდა.

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …