შრომის ბაზრის კვლევას ოთხი უნივერსიტეტი ჩაატარებს

თბილისი (BPI) – განათლების სისტემაში არსებული გამოწვევებისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების თანხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე აკადემიური პროგრამების მიხედვით ოთხი უნივერსიტეტის დაკვეთით საქართველოს შრომის ბაზრის კვლევა ჩატარდება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა – დავით ჩერქეზიშვილმა, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)“ რექტორმა – მაკა იოსელიანმა, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” რექტორმა ილიას ჩილოღლუმ და „კავკასიის უნივერსიტეტის” რექტორმა – კახა შენგელიამ მოაწერეს ხელი. საქართველოში, რეგიონების ჩათვლით 2000-მდე ინტერვიუერის გამოკითხვის შედეგად დადგინდება რა ტიპის ცოდნაზე, უნარებსა და კომპეტენციებზეა მოთხოვნა დამსაქმებელთა მხრიდან, შესაბამისი მიმართულებით რა გამოწვევებია დასაძლევი სასწავლო პროგრამების განვითარებისათვის და განათლების სისტემის ეფექტიანი ადმინისტრირებისთვის.

პროექტის თანახმად განათლების დარგების მიხედვით კვლევის მასშტაბი და ამ მიზნით საქართველოს უნივერსიტეტების მხრიდან ერთობლივი კონტრიბუცია პირველი პრეცედენტია საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში. კვლევას, რომელიც განხორციელდება პროექტის „GICE Partnership“ ფარგლებში ააიპ ,,საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი” ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2018 წელს 11 013 ლარი იყო

თბილისი (BPI) – ერთ სულ მოსახლეზე 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 4 345 დოლარია (11 …