პროკურატურა:”ყველა დაიკითხება”

თბილისი (BPI) – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი დაკითხულები არიან და თიბისის საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი დაიკითხება, – პროკურორმა სალომე ჩიქობავამ 17 მლნ-იან ტრანზაქციაზე განაცხადება გააკეთა.

შპს “სამგორი თრეიდის” და შპს “სამგორი M-ის” დაკრედიტებაზე. საქმის წარმოება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ივლისში (2018 წ) მიწოდებულ მასალების საფუძველზე დაიწყო,.

ტრანზაქციის თარიღად კი თიბისი 2008 წელს ასახელებს.  უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით 17 მილიონ აშშ დოლარამდეა გაცემული თუმცა მე-2 დღეს ანალოგიური მოცულობის სესხით მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძე დაფინანსდა.  

ბანკმა, სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა. 2012 წელს კი საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. საგულისხმოა, რომ სესხები ისე ჩამოიწერა, რომ კომპანიებს მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ. დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს  ასევე არ გაუსტუმრებიათ  სამგორი თრეიდის და სამგორი M- ის ვალი.

პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზეკოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო..

2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,თიბისი ბანკი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად ჩაბარდა სს ,,თიბისი ბანკს“. საქმეზე საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შესახებ.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …