ფოთის ტერმინალი გაფართოებას გეგმავს

თბილისი (BPI) – „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმმა“ ეკონომიკის სამინისტროს გაფართოების გეგმა წარუდგინა.

კომპანიამ უწყებას პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის ნებართვის მისაღებად გაფართოების კონცეპტუალური გეგმა ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში წარუდგინა.

პროექტის დიზაინი მოიცავს ახალი ტალღამჭრელის და სხვადასხვა ტიპის (მშრალი, ნაყარი, კონტეინერიზებული და გენერალური) ტვირთებისთვის 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის მშენებლობის, განვითარებისა და ოპერირების გეგმას. ნავმისადგომი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება ისეთი თანამედროვე ტექნიკითა და მოწყობილობებით, როგორიცაა გემი -ნაპირის (STS) ტიპის ამწეები.ხელისუფლებასთან, ტვირთის მფლობელებთან, წილობრივ პარტნიორებთან და ფინანსურ დაწესებულებებთან მაღალი დონის და სიღრმისეული განხილვების შემდეგად ჩვენ ვასკვნით, რომ ფოთი კვლავაც განაგრძობს ფუნქციონირებას, როგორც ძირითადი მისასვლელი გზა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებამდე. გვჯერა, რომ გვაქვს სათანადო უნარები, შესაძლებლობა და პროფესონალიზმი, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას ფოთის საზღვაო ნავსადგურის მდგრადი განვითარების გზით“, – განაცხადა ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლაურსენმა.

პროექტის გეგმაში გათვალისწინებულია 14.5 მეტრის სიღრმის და 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის მშენებლობა, გამოყოფილია 25 ჰექტარი ღია და დახურული სასაწყობე მეურნეობებისთვის და ნაყარი ტვირთის – ხორბლის, მადნის და სხვადასხვა მინერალების ოპერირებისთვის.

„ახალ ნაყარი ტვირთის სატვირთო პორტში შესაძლებელი იქნება გადატვირთვა 60.000 ტონამდე საქონლის პარტიების / გემების, რაც ქმნის ახალ – დაბალდანახაჯებიან შესაძლებლობას საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების ტვირთების მფლობელებისთვის.“

„ეიპიემ ტერმინალსის“ საკუთრებაში მყოფ და მართულ ფოთის საზღვაო ნავსადგურს უკვე დამკვიდრებული აქვს საკუთარი პოზიცია ბაზარზე და არსებული ინფრასტრუქტურის საფუძველზე, როგორც ფოთში, ასევე მის შემოგარენში, შემდგომი მზარდი განვითარებისთვის მყარ პლატფორმას ქმნის. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფოთი შეინარჩუნებს საკუთარ პოზიციას, როგორც ყველაზე ეფექტური და რაციონალური ლოგისტიკური გადაწყვეტილება ჩვენი ამჟამინდელი და მომავალი მომხმარებლებისთვის“ – დაურთო კლაუს ლაურსენმა.პროექტის ფარგლებში შეიქმნება დაახლოებით 250 მუდმივი სამუშაო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და 900-მდე დასაქმების შესაძლებლობა ახალ პორტთან დაკავშირებულ საწარმოებსა და მომსახურების სფროში. გარდა ამისა, მშენებლობის ეტაპზე დამატებით შეიქმება დროებითი სამუშაო ადგილები.ფოთის ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საქართველოში, როგორც სატრანზიტო დერეფანში საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

შემთხვევითი სიახლე

რკინიგზის 20 თანამშრომელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცა

თბილისი (BPI) – „საქართველოს რკინიგზის“ 20 თანამშრომელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საერთაშორისო სერტიფიკატები  გადაეცათ. საქართველოს „შრომის …