პედაგოგების მინიმალური ხელფასი 1500 ლარიდან დაიწყება

თბილისი (BPI) – სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება.

ipn-ის ცნობით,  პედაგოგების სახელფასო ანაზღაურების დეტალებზე სამინისტრო აპრილის ბოლოს განაცხადებს. განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილის თქმით, პედაგოგების ხელფასები შემოდგომიდან გაიზრდება.

„სახელფასო პოლიტიკა აპრილის ბოლომდე გვექნება. რეფორმა წელს დაიწყება და წლების განმავლობაში გაგრძელდება. მინიმალური ხელფასი პედაგოგის, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასკოლო პროცესში, 1500- ლარიდან დაიწყება”,- განაცხადა ბატიაშვილმა.

დამატებით პრეზენტაციას სამინისტრო 21 იანვარს გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …