პაატა ბაირახტარი: აბსურდია, რომ თამბაქოზე ფასის ზრდა მწეველთა რაოდენობას შეამცირებს

თბილისი (BPI) – „თამბაქოზე აქციზის მატებით მწეველთა რაოდენობა არ შემცირდება“, -ასე ეხმიანება, ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ვიცე- პრეზინეტი პაატა ბაირახტარი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძესგანცხადებას, რომლის თქმითაც თამბაქოზე აქციზის მატების ძირითადი ამოცანა, მწეველების რაოდენობის შემცირებაა, რითიც ქვეყნის ეკონომიკური სარგებელი 2,2 მლრდ ლარამდე გაიზრდება.

„კონკრეტული გათვლები არსებობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, რომ შემდეგი 15 წლის განმავლობაში გადავარჩენთ 35 000 ადამიანის სიცოცხლეს ნაადრევი სიკვდილისაგან და 2,2 მლრდ ლარი იქნება ეკონომიკური სარგებელი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ “პირველ არხთან” საუბრისას.

აღნიშნული რეგულაცია აფბა-ს ვიცე პრეზინეტმა პაატა ბაირახტარმა შეაფასა და გლობალ პრესთან საუბრისას განაცხადა, რომ სიგარეტზე ფასის ზრდით მწეველების რაოდენობა არ შემცირდება,- პირიქით გაიზრდება შავი ბაზარი.

„თუ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ აღნიშნულ რეგულაციებს ექნება თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ ქმედითი ნაბიჯი ეს არის აბსურდი, რადგან ამას აჩვენებს მსოფლიოს არა ერთი ქვეყნის გამოცდილება. შესაბამისად, ჩვენ აქედან რა შემოსავალსაც ველოდებით შესაძლებელია ეს შემოსავალი საერთოდ ვერც მივიღოთ იმის მიუხედავად, რომ გაზარდეს გადასახადები ამ მიმართულებით.

ეს ადამიანები ვერ აცნობიერებენ რამხელა რისკების წინაშე ვდაგავართ და ეს ყველაფრი ციფრებში გამოჩნდება მალე. იმის მიუხედავად, რომ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შავი ბაზრის და კონტრაბდული ბაზრების მომძლავრება და თუ არ მეშლება ყველაზე მაქსიმუმი 2016 წელს 2014 წელთან შედარებით დაახლოებით 48- ჯერ იყო გაზრდილი კონტრაბანდული თამბაქოს შემოტანა ქვეყანაში, ამ ფონის მიუხედავად აგერ ვაანონსებ თქვენთან,რომ ძალიან მალე ჩვენ დავინახავთ, რომ გაცილებით უფრო მეტად მოიმატებს შავი ბაზრის და კონტრაბადული ბაზრების რისკები ვიდრე არის დღეს“,-განაცხადა გლობალ პრესთანსაუბრისას პაატა ბაირახტარმა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10 პროცენტის ნაცვლად, 30 პროცენტის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.70 ლარი გახდა. მანამდე უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადი 60 თეთრი იყო.

globalpress.ge

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …