განათლება

ერთ თვეში 4 მედალი – პრემიერმა დემირელის კოლეჯის მოსწავლეებს სიგელები გადასცა

თბილისი (BPI) – გასულ კვირას, დემირელის კოლეჯის წარმატებულ მოსწავლეებს ლექსო ფიჩხაძეს, დავით რიჟინაშვილს, გიორგი კლდიაშვილსა და ლევან გოჯიაშვილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძlა. კოლეჯის მოსწავლეები ქიმიისა და ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების წევრები არიან. ახალგაზრდებმა ქვეყანას მხოლოდ ერთ თვეში 4 მედალი მოუტანეს. ლევან გოჯიაშვილი, გიორგი კლდიაშვილი და დავით რიჟინაშვილი კლასელები არიან. ბიჭები უკვე რამოდენიმე წელია STEM დისციპლინებით არიან დაინტერესებული და სხვადასხვა ოლიმპიადებშიც წარმატებით ...

Read More »

ავიაციის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები საერთაშორისო ავიაკომპანიებში დასაქმებას შეძლებენ

თბილისი (BPI) – საქართველოს ავიაციის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლიდან სამი ახალი მოდულური პროგრამა ამოქმედდება. პროგრამები ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მოთხოვნების შესაბამისად ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში შემუშავდა. განათლების სამინისტროს ცნობით, ახალი პროგრამები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულებს დასაქმდნენ ქართულ და საერთაშორისო ავიაკომპანიებში, აეროპორტებში, საავიაციო ტექნიკური მომსახურების საწარმოებსა და საავიაციო ქარხნებში. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ...

Read More »

ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

თბილისი (BPI) – ირანში, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქართველმა მოსწავლეებმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ორი მედალი მოიპოვეს. დემირელის კოლეჯის მოსწავლემ გიორგი კლდიაშვილმა წლევანდელ მონაგარს კიდევ ერთი მედალი შემატა და ევროპის ოქროს მედლის შემდეგ, მსოფლიო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალიც დაიმსახურა. გიორგი კლდიაშვილი უკვე რამდენიმე წელია ნაკრების წევრია და მას არაერთი მედალი და პრიზი აქვს აღებული სხვადასხვა ოლიმპიდaზე. ნიჭიერი ახალგაზრდის ...

Read More »

აბიტურიენტებს ფაკულტეტის შეცვლის შესაძლებლობა აქვთ

თბილისი (BPI) – სბიტურიენტებს, ტრადიციულად, ფაკულტეტის შეცვლის შესაძლებლობა აქვთ. ფაკულტეტის ჩამონათვალში ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს და განმარტავს, რომ ფაკულტეტის შეცვლა, დამატება და არჩევა 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ.  ცვლილების სურვილის შემთხვევაში აბიტურიენტი უნდა ეწვიოს ვებგვერდს www.naec.gov.ge ან online.naec.ge. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის განკუთვნილ ფანჯარაზე დაჭერის შემდეგ კი შესაბამის გრაფაში აბიტურიენტმა უნდა შეიყვანოს რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და ფოსტაზე მიღებული პაროლი ...

Read More »

საქართველოს მოსწავლე-ნატურალისტთა გუნდი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

თბილისი (BPI) – ქართველმა მოსწავლეებმა ჩინეთში გამართულ ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-5 საერთაშორისო ტურნირზე წარმატებას მიაღწიეს. განათლების სამინისტროს ცნობით, ტურნირზე 11 ქვეყნის 18 გუნდი მონაწილეობდა, ქართველმა მოსწავლეებმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ამ შედეგებით საქართველოს გუნდი თანატოლ ნატურალისტებს შორის მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გახდა.

Read More »

აშშ-ის $140 მლნ-ის ინვესტიცია განათლების სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს

თბილისი (BPI) – როგორ შეიძლება სიღარიბის დაძლევა განათლების სისტემის გაუმჯობესებით? რას ხმარდება 140 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განათლების სფეროში? როდის მივიღებთ უმსხვილესი ინვესტიციის კონკრეტულ შედეგებს ? ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის ფარგლებში, კონკრეტული მისიით შეიქმნა: ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის (გრანტის) მეშვეობით, ხელი შეუწყოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიონალი კადრების მომზადებას. ფონდი ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს ზოგადი, პროფესიული ...

Read More »

თბილისის ღია უნივერსიტეტს ახალი კამპუსი აქვს

თბილისი (BPI) – თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს ახალი კამპუსი აქვს. შენობა სრულად არის დასრულებელი, აგვისტოში მოხდება მისი აღჭურვა აპარატურითა და სასწავლო ინვენტარით. უნივერსიტეტი 15 წელზე მეტია ფუნქციონირებს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და ახორციელებს 20-მდე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, ასევე პროგრამებს პროფესიული განათლების მიმართულებით. უნივერსიტეტს ჰყავს 2000-მდე სტუდენტი, მათ შორის უცხოელი სტუდენტები ინგლისურენოვან პროგრამებზე. განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი ...

Read More »

პროფესიულ სტუდენტებს სტარტაპ იდეის განხორციელებაში ეხმარებიან

თბილისი (BPI)  – პროფესიულ სტუდენტებს სტარტაპ იდეის განხორციელებაში ეხმარებიან განათლების სამინისტრო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად აგრძელებს, პროფესიული განათლების სტუდენტების უნარების განვითარების ხელშეწყობას მეწარმეობისა და ინოვაციური სწავლების მიმართულებით. ამ მიზნით, ორგანიზება გაეწია Startup Booster-ს, რაც გულისხმობს ერთკვირიან ინტენსიურ ტრენინგს პროფესიული განათლების “ჰაკათონში” გამარჯვებული სტუდენტების მხარდასაჭერად, რათა მათ შეძლონ შექმნილი ინოვაციური პროდუქტების დახვეწა, შესაბამისი ბიზნეს მოდელის განვითარება, ინვესტორის მოძიება და იდეის ...

Read More »

სტუდენტთათვის მობილობა დაიწყო – 14 221 ადგილზე მიღება 59-მა უნივერსიტეტმა გამოაცხადა

თბილისი (BPI) – 2017-2018 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისათვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 17 აგვისტოს 18:00 საათამდე გასტანს. მობილობაში მონაწილეობას იღებს 59 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სულ გამოცხადებულია 14 221 ვაკანტური ადგილი. მობილობის საფასური 40 ლარია, სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ქულას) წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან საქართველოს ბანკის სწრაფი ...

Read More »

ბათუმში სტუდენტები საზაფხულო დასაქმების პროგრამა მიმდინარეობს

თბილისი (BPI) – ბათუმში სტუდენტური საზაფხულო დასაქმების პროგრამა მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში 200 სტუდენტის დასაქმებაა გათვალისწინებული. ივლისში 100 სტუდენტია დასაქმებული, 100 კი აგვისტოში დასაქმდება. პროგრამაში ბათუმში 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებული, ავტორიზებული უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები მონაწილეობენ. წელს პირველად, პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია ვებგვერდზე www.studenturidasaqmeba.ge გაიარეს. სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მონაწილეთა შერჩევისას მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, სოციალურად დაუცველ, უდედმამო, მრავალშვილიანი ...

Read More »