ბანკები

თიბისის მენეჯმენტი ბანკის 9 თვის შედეგებით კმაყოფილია

თბილისი (BPI) – „ზრდა სტაბილურია წელსაც, ისევე როგორც შარშან და როგორც შარშანწინ. მომხმარებლისთვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას ვაგრძელებთ და ჩვენი აქციონერებისთვის და პარტნიორებისთვის შეპირებების შესრულებას“, – „თიბისის“ 9 თვის შედეგებით, ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი შაგიძე კმაყოფილია. მიმდინარე წლის 3 კვარტლის მდგომარეობით, ბანკის სასესხო პორტფელის ზრდაა 57% Y.Y (Q3/2017 -₾7.773 მლრდ; Q3/2016 – ₾4.954 მლრდ) დეპოზიტების 55%Y.Y (Q3/2017 -₾7.075 მლრდ; Q3/2016 ...

Read More »

თიბისის კაპიტალიზაცია 55 მლნ-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – “თიბისის” (TBCB LI) აქციის ფასი 18.17 გირვანქა სტერლინგამდე (GBP) გაიზარდა. გასული სასესიო კვირა GBP 17.41-ით დაიხურა (+0.74%w.w; +3.03%m.m). 90 000 აქციაა ნავაჭრი. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 29 000 აქცია შეადგინა. თიბისის საბაზრო კაპიტალიზაცია GBP 921.5 მლნ-ია (19.09.2017 – GBP 863.8 მლნ).

Read More »

“საქართველოს ბანკის” კაპიტალიზაცია 100 მლნ-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – “საქართველოს ბანკის” აქციები (BGEO LN), ლონდონის ბირჟაზე გასულ კვირას 35.01 – 35.92 გირვანქა სტერლინგად (GBP) ივაჭრებოდა. ფასი გაზრდილია (+1.47%w.w; +10.32% m.m). G&T-ის ანალიტიკით, კვირის განმავლობაში 351 000-ზე მეტი აქციაა ნავაჭრი (საშუალო დღიური 61 000), კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის GBP 1.419 მლრდ (bloomberg) 0.73% (L/w – GBP 1.319 მლრდ).

Read More »

პაშა ბანკი საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრი გახდა

თბილისი (BPI) – “საქართველოს პრო ბონო ქსელი” წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ. საქართველოს პრო ბონო ქსელის მიზანია კომპანიათა ექსპერტიზის ჩართვა საზოგადოებრივი მიზნების განხორციელებაში. კომპანიებისთვის პრო ბონო სერვისები მათი სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელების ერთ-ერთ ფორმას, კერძოდ კი, თანამშრომელთა მოხალისეობის მოტივაციას წარმოადგენს.1 ნოემბერს პრო ბონო ქსელის მეორე წლის ...

Read More »

“ლიბერთი ბანკის” გენერალურ დირექტორად გიორგი კალანდარიშვილი დაინიშნა

თბილისი (BPI) – “ლიბერთი ბანკის” გენერალურ დირექტორად გიორგი კალანდარიშვილი დაინიშნა. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ირაკლი რუხაძე თავმჯდომარე გახდა. მან ამ პოსტზე ექსპრემიერმინისტრი ლადო გურგენიძე ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. შეგახსენებთ, რომ “ლიბერთი ბანკის” აქციათა საკონტროლი პაკეტის წილის მფლობელი რამდენიმე დღის წინ შეიცვალა. ბანკის 74.64%-იანი წილი ნიდერლანდებში დაარსებულმა კომპანიამ European Financial Group B.V.-ი (EFG) შეიძინა. შედეგად ბანკის მესაკუთრეები აშშ-ის მოქალაქე ირაკლი ...

Read More »

სებ: ლარის კურსის ცვლილება შემოდგომაზე გაუფასურების მაღალმა მოლოდინმა გამოიწვია

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ბოლოდროინდელ მაღალ მერყეობაზე განმარტებას აკეთებს. გავრცელებულ განცხადებას განმარტებულია, რომ კურსზე მოქმედი საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორები პოზიტიურია. “მიმდინარე წელს სავალუტო შემოსავლები უმჯობესდება და ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. სექტემბრის მონაცემებით საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის განმავლობაში თითქმის 30%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები 20%-ით გაიზარდა. წლის განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯვა დაბალანსებულად მიმდინარეობს. ეროვნულ ბანკს მთავრობასთან ...

Read More »

საბანკო სისტემაში სესხები ივლის-აგვისტოში გაძვირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სისტემაში საპროცენტო განაკვეთები (საშუალო შეწონილი) სესხებზე ივლის-აგვისტოში გაზრდილია, 0.5%-ული პუნქტით, 16.6%-მდე (07/2017 -16.1%). სებ-ის აგვისტოს „თვის მიმოხილვის” თანახმად, ადგილობრივ ვალუტაში, ფიზიკური პირების დაკრედიტების განაკვეთები 25.8%-ის ფარგლებშია. კორპორაციულ კრედიტებზე ≈ 11%. უცხოური ვალუტაში იურიდიული პირების სესხის საშ განაკვეთი 8.5%-ია (07/2017 – 8.2%); საცალოს, 8.1% (07/2017 – 8%).  

Read More »

ვითიბი ბანკის Mobile Pay-ს ახალი ფუნქციები დაემატა

თბილისი (BPI) – ვითიბი ბანკის Mobile Pay-ს ახალი ფუნქციები დაემატა. შედეგად მობილური აპლიკაციის მომხმარებლებისთვის შესაძლებელი გახდა, სასურველი კომპანიის ლოიალურობის ბარათის პირდაპირ აპლიკაციაში ატვირთვა. ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ არის საჭირო უამრავი დაგროვებითი ან ფასდაკლების ბარათის თან ტარება, მათი Mobile Pay -ში ატვირთვის შემდეგ ბარათის გატარება მხოლოდ ტელეფონით გახდა შესაძლებელი. პრაქტიკულად Mobile Pay -ის მომხმარებელს შეუძლია საფულე მობილურით ჩაანაცვლოს, ტელეფონის ტერმინალთან ...

Read More »

“ლიბერთი ბანკს” მომგებიანობის კოეფიციენტები გაეზარდა

თბილისი (BPI) – “ლიბერთი ბანკს” მომგებიანობის კოეფიციენტები გაეზარდა. 9 თვის მდგომარეობით, აქტივებზე უკუგება (ROA) 2.75%-ია (Q2/2017 – 2.4%), კაპიტალზე (ROE) – 23.04% (Q2/2017 – 20.6%) ბანკი, ბაზარზე პორტფელის ყველაზე მაღალი ლარიზაციის კოეფიციენტით არის წარმოდგენილი, სესხების 98% ადგილობრივ ვალუტაშია ნომინირებული. Q3/2017●Q2/2017   000 ₾ 000 ₾ აქტივები 1 720 000 1 007 000 დეპოზიტები 1 300 000  1 300 000 დეპოზიტები    898 700     853 800 ...

Read More »

პაშა ბანკის მხარდაჭერით მეორე CEO Lunch Tbilisi გაიმართა

თბილისი (BPI) – 27 ოქტომბერს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში CEO Lunch Tbilisi-ის მეორე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო ოთხმოცამდე სტუმარი საქართველოს და აზერბაიჯანის ბიზნეს და სამთავრობო სექტორებიდან. CEO Lunch Tbilisi-ის ფარგლებში აზერბაიჯანული და ქართული კომპანიების დირექტორთა შეხვედრები იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი კომპანიები არიან Caspian European Club, Caspian American Club და Georgian Company Caspian Energy Georgia, ხოლო მხარდამჭერი – პაშა ბანკი სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ...

Read More »