Monthly Archives: მაისი 2017

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან – გაუფასურდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 31 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4181 ლარი შეადგინა. დღევანდელი კურსი 2.4274 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.93 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7104 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.7095 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.09 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6847 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.1070 ლარი ეღირება. ...

Read More »

საფინანსო სექტორი ახალი რეგულაციების მოლოდინში

თბილისი (BPI) – „კონსოლიდირებული ზედამხედველობის“ საკანომდებლო პაკეტის განხილვას პარლამენტი 2 ივნისიდან შეუდგება.  ცვლილებები ფრაქციებსა და კომიტეტებში დარიგებულია. პარლამენტარების მოლოდინები არაეერთგვაროვანია. გადეპუტატებული ბიზნესმენები საფინანსო ბაზარზე ბანკების დომინირების განეიტრალებას ელიან. ნაწილს სებ-ის საზედამხედველო ფუნქციების გაფართოება მომხმარებლის დაცვის გარანტად ესახება. სებ-ის შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტის  საჭიროებას ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დაასაბუთებს. ორგანულ კანონში ცვლილებების საჭიროება  მომხარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერებით არის დეკლარირებული. ცვლილებები საფინანსო ...

Read More »

ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში – პაშა ბანკის III კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში

თბილისი (BPI) – პაშა ბანკი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში რიგით მესამე ბიზნეს-კონფერენციას სასტუმრო რედისონში 9 ივნისს გამართავს თემით „ჯანდაცვის სექტორის განვითარებას საქართველოში“. MEETING ROOM-ის მესამე შეხვედრა მიზნად ისახავს ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული და ამ სფეროთი დაინტერესებული მხარეების შეკრებას. კონფერენციაზე განხილული იქნება სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმოხილვა, კაპიტალი, როგორც აუცილებელი პირობა აღნიშნული სექტორის განსავითარებლად, ჯანდაცვის სექტორის მიმდინარე მდგომარეობა ...

Read More »

საბანკო სფერო ფიზიკურ პირებს უფრო წყალობს, ვიდრე მეწარმეებს

თბილისი (BPI) – საქართველოს საბანკო სექტორის მოგება ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი ბოლო 5 წელიწადში საშუალოდ 3%-ს შეადგენს, ბანკების მოგება წლიურად 100%-ზე მეტითაც კი იზრდება ხოლმე. მოგების ასეთ მაღალ მაჩვენებლებს ბანკირები სფეროს წარმატებულობით ხსნიან. თუმც აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბნკო ბიზნესი მომსახურების სფეროა მისი წარმატებულობა არაა მოგების მიხედვით, არამედ მომხმარებლების კმაყოფილების შედეგად უნდა განისაზღვროს. ...

Read More »

თიბისიმ საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის მასპინძლობაზე განაცხადა

თბილისი (BPI) – თიბისიმ საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის მასპინძლობაზე განაცხადა. ფესტივალი 21 ივნისს  ა.კრეინის „ლაურენსიას“ პრემიერით გაიხსნება ( ვახტანგ ჭაბუკიანის ცნობილი ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის) და 2 ივლისს საბალეტო გალა კონცერტით დაიხურება. ფესტივალში მონაწილეობენ ნინო ანანიაშვილი, ალექსანდრ ვოლჩკოვი (დიდი თეატრი, რუსეთი), ელისა კარილო კაბრერა, მიხაილ კანისკინი (ბერლინის სტატბალეტი, გერმანია), ვიქტორია ჯაიანი, თემურ სულუაშვილი (ჩიკაგოს ჯოფრი ბალეტი, აშშ), ჩინარა ალიზადე, ვლადიმერ იაროშენკო (პოლონეთის ნაციონალური ბალეტი), ალია ტანიკპაიევა, ...

Read More »

პირველად საქართველოში შვეულმფრენის პილოტების მომზადება დაიწყო

თბილისი (BPI) – პირველად საქართველოში შვეულმფრენის პილოტების მომზადება დაიწყო. პილოტების მომზადების პროგრამას საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარება“  პროექტის ფარგლებში განახორციელებს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული მეორე კომპაქტის ფარგლებში. პროექტის ფარგლებში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 2017 წლის სექტემბრიდან განახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს შემდეგი მიმართულებით: კომერციული პილოტი, საჰაერო ხომალდების და საავიაციო ძრავების მომსახურების ავიატექნიკოსი(B1) და ...

Read More »

ბანკების რეიტინგი მრეწველობის დაფინანსების მიხედვით

თბილისი (BPI) – ბანკების საკრედიტო დაბანდებაში მრეწველობის დაფინანსების წილი შემცირებულია. 1 მაისის მდგომარეობით, იურიდიული პირების სესხების პორტფელში (₾ 8.3 მლრდ) 23.4%-იანი წილით არის წარმოდგენილი  (01.05.16 -24.2%). მრეწველობის დაკრედიტების მოცულობა  გაზრდილია ₾1.941 მლრდ-მდე (01.05.16 -₾1.717 მლრდ; +11.8%Y.Y), თუმცა ტემპი ჩამორჩება კორპორაციული სესხების მთლიანი პორტფელის (₾ 8.3 მლრდ) ზრდას (01.05.16 – ₾7.08 მლრდ; +18.6%Y.Y) სამთომომპოვებელ და გადამამუშავებელ სექტორზე გაცემული სესხებიდან ყველაზე მეტი ...

Read More »

YES Georgia-ს ორგანიზატორობით 5 ივნისს ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი იმართება

თბილისი (BPI) – „ახალგაზრდების დასაქმება განათლებისა და მეწარმეობის განვითარების გზით საქართველოში“ კულტურის ცენტრ “ფაბრიკაში’’ (თბილისი, ეგნატე ნინოშვილის ქ. N8) 5 ივნისს, “საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-Georgia) ფარგლებში ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმი მიზნად ისახავს შექმნას ისეთი პლატფორმა დისკუსიისთვის, სადაც შეფასდება ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით მიღწევები და გამოწვევები და გადაისინჯება ახალგაზრდების დასაქმების სტრატეგიები და პრაქტიკები. ფორუმზე ...

Read More »

ელტონ ჯონის კონცერტზე ბილეთი 90-150 ლარი ეღირება

თბილისი (BPI) – ელტონ ჯონის კონცერტის ბილეთების გაყიდვა, 25 ივნისს 10:00 სთ-დაიწყება, Online www.tkt.ge-სა და SOLO ლაუნჯებში. ლეგენდარულ მუსიკოსის წარმდგენია „საქართველოს ბანკის“ SOLO, Eastern Promotions-თან ერთად. SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 6 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს, 90 ლარად (29 ივნისს). სტანდარტული ფასია ₾150 -დან ( 29 ივნისს) ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსი თავის ბენდთან ერთად კონცერტს, Black Sea Arena-ზე 16 სექტემბერს გამართავს. გრემის ჯილდოს ექვსგზის ...

Read More »

ტურისტულ ადგილებში კვების ობიექტების კონტროლი მკაცრდება

თბილისი (BPI) – ტურისტებით დატვირთულ ადგილებში კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლი აქტიურდება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი კოორდინირებულ საქმიანობას და ტურისტებისა და ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო განსაკუთრებით გაააქტიურებს საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლს ტურისტებით დატვირთულ ადგილებში; მომზადდება და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში განთავსდება საინფორმაციო მასალები, სადაც მითითებული იქნება სურსათის ეროვნული ...

Read More »