გემებისა და ნავსადგურებისთვის უშიშროების წესები ამოქმედდა

თბილისი (BPI) – გემებისა და ნავსადგურებისთვის უშიშროების წესები ამოქმედდა, – საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესი მთავრობამ 31 დეკემბერს დაამტკიცა.

უშიშროების წესების მიზანია დაიცვას და გაზარდოს საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების, საქართველოს ნავსადგურების, იქ მყოფი გემებისა და ეკიპაჟების, ნავსადგურის პერსონალის, სტუმრების/ვიზიტორების, ტვირთის, აღჭურვილობების უშიშროება საკანონმდებლო დონეზე.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, წესი მოამზადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო-მ აშშ-ს სანაპირო დაცვის ტექნიკური დახმარების ფარგლებში „გემებისა და ნავსადგურების უშიშროების შესახებ“ საერთაშორისო კოდექსის (ISPS Code) საფუძველზე და პასუხობს დღეს მოქმედ საერთაშორისო მოთხოვნებს გემებისა და ნავსადგურებში უშიშროების უზრუნველყოფზე.

მთავრობის დადგენილების მიღებით შესრულდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული კიდევ ერთი ვალდებულება გემებისა და ნავსადგურების მოწყობილობების უსაფრთხოების გაძლიერების თაობაზე.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …