განათლება

თელავში ტექნოპარკი სექტემბერში გაიხსნება

თბილისი (BPI) – თელავში ინოვაციების რეგიონული ჰაბის – ტექნოპარკის მშენებლობა მიმდინარეობს. ტექნოპარკი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნება. ტექნოპარკი ქალაქის ცენტრში, ერეკლე მეფის ძეგლსა და თელავის ისტორიულ ჭადარს შორის განთავსდება. ისტორიულ შენობას, სადაც ტექნოპარკი გაიხსნება, ეზოც აქვს, რაც უფრო მეტი შესაძლებლობით დატვირთვის შესაძლებლობა აქვს. პროექტი ორიენტირებულია ქვეყანაში ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნასა და განვითარებაზე. ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ...

Read More »

აშშ-ის მთავრობა საქართველოში პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდის მიზნით კიდევ ათ პროექტს დააფინანსებს

თბილისი (BPI) – აშშ-ის მთავრობა საქართველოში პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდის მიზნით კიდევ ათ პროექტს დააფინანსებს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის III რაუნდის გამარჯვებულებს 19 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო თბილისი რუმსში, გამოავლენს. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 ...

Read More »

შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია დმანისის მუნიციპალიტეტში კოლეჯს და კამპუსს ააშენებს

თბილისი (BPI) – დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“,  შვეიცარული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით  10 მოსწავლეზე გათვლილ კოლეჯსა და კამპუსს ააშენებს. შვეიცარიული აგრარული სკოლა პროექტში 350 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კოლეჯის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს 16–20 წლამდე სტუდენტებისთვის განათლების მიცემა  მეცხოველეობისა და რძის გადამუშავების მიმართულებით, რომელიც დაფუძნებული იქნება დუალური სწავლების პრინციპებზე.  ამასთან, ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ...

Read More »

მოსწავლეებისთვის მეცნიერების ფესტივალი გაიმართება

თბილისი (BPI) – ისთ-ფოინთი მეცნიერების STEM ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალში, რომელიც 9 ივნისს, 16:00 საათიდან გაიმართება, წელს ასობით ნიჭიერი მოსწავლე იქნება ჩართული. ნორჩი მეცნიერები და წარმატებული მოსწავლეები  დამთვალიერებლებს სხვადასხვა აქტივობასა და სამეცნიერო პროექტს შესთავაზებენ. ღონისძიების ძირითადი ნაწილი შოუს ტიპის ექსპერიმენტებს დაეთმობა. იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა  გამოგონება და ისეთი პროექტები, რომლებში ჩართვასაც ბავშვები თავად შეძლებენ. სტუმრებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ დაათვალიერონ სხვადასხვა სტენდები, ...

Read More »

მასწავლებლებისთვის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიდგომებზე კონფერენცია გაიმართება

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი მასწავლებელთათვის კონფერენციას „მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტი და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებების სწავლებისას“ 9 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო რედისონში, გამართავს. კონფერენცია გაიმართება საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ...

Read More »

ანაკლიის კონსორციუმი პარტნიორებთან ერთად ახალგაზრდებისთვის განათლებისა და დასაქმების განსაკუთრებულ პირობებს ქმნის

თბილისი (BPI) – “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა”, “ანაკლია სითიმ”, “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველომ” და სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მხარეებს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სან დიეგოს უნივერსისტეტთან აქტიურ თანამშრომლობასა და სტუდენტების სამომავლო დასაქმებას ითვალისწინებს. “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო (MCA – Georgia)” სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს პროგრამას, რომლის მიზანიც საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამების საქართველოში დანერგვა, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო ...

Read More »

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო

თბილისი (BPI) – სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. კოლეჯის მიერ გამოცხადებულ ორ დუალურ პროგრამაზე 18 სტუდენტი ჩაირიცხა. საქართველოს რკინიგზაის ცნობით, მსურველები პროფესიულ განათლებას რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგისა და რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის მიმართულებით მიიღებენ. დუალური მეთოდი სტუდენტებს დაეხმარებათ, თეორიულ ცოდნასთან ერთდ პრაქტიკულადაც დაეუფლონ ზემოთაღნიშნულ სპეციალობებს. სწავლების ეს მეთოდი კურსდამთვრებულებს მეტად კონკურენტუნარიანებს გახდის. შემოდგომაზე კოლეჯის ადმინისტრაცია რკინიგზის დარგით დაინტერესებული სტუდენტების გაზრდილ რაოდენობას ...

Read More »

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი დასავლეთ საქართველოში 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლაში მედიის წარმომადგენლებისთვის დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის დაწყებას 31 მაისს დაანონსებს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს. დასავლეთ საქართველოში სრული რებილიტაცია ჩაუტარდება 30 საჯარო სკოლას, სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 15,200 მოსწავლისათვის. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი ...

Read More »

„არემჯის“ მხარდაჭერით სტუ-ში გეოლოგების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

თბილისი (BPI) – დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“. ორდღიანი კონფერენციის მთავარი თემა, რომელიც გეოლოგიის დარგში მოღვაწე 26 მომხსენებლის გამოსვლას და 5 თემატურ სასტენდო მოხსენებას აერთიანებს, გეოლოგიის დარგში არსებული სიახლეების და გამოწვევების განხილვაა. კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი გეოლოგების ალექსანდრე ჯანელიძის, კალისტრატე გაბუნიას, გიორგი ზარიძის ...

Read More »

“საქართველოს უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის პროგრამა ევროპის მედია სკოლების ასოციაციაში გაწევრიანდა

თბილისი (BPI) – “საქართველოს უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის პროგრამა ევროპის მედია სკოლების ასოციაციაში გაწევრიანდა. ასოციაციას 28-წლიანი ისტორია აქვს, ბრიუსელში დაარსდა და აერთიანებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და მედია ორგანიზაციებს. როგორც “საქართველოს უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი ნათია კალაძე ამბობს, ეს დიდი წარმატებაა არა მხოლოდ “საქართველოს უნივერსიტეტისთვის“, არამედ თავად ქვეყნისთვის, რამდენადაც მნიშვნელოვანია მედიის განვითარება და ამ განვითარების საფუძველი არის განათლება. “თუ გვეყოლება ბევრი განათლებული ადამიანი, ...

Read More »