ავიაცია

უზბეკეთსა და საქართველოს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს

თბილისი (BPI) – უზბეკეთსა და საქართველოს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველო-უზბეკეთის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, მემორანდუმი ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს, სადაც გამოიკვეთა პერსპექტივა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო და ტურიზმის მიმართულებით. „საუბარი გვქონდა, ასევე ...

Read More »

საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ია

თბილისი (BPI) – საქართველოს საავიაციო ბაზარს თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ი აკონროლებს, რომელიც 2017 წლის მონაცემებით ბაზრის 12 %-ის მფლობელია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს Turkish Airlines-ი საქართველოს აეროპორტებში 463 840 მგზავრს მოემსახურა. უნდა აღინიშნოს, რომ Turkish Airlines-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაზრის 4%-ი დაკარგა, ხოლო 2015 წელთან შედარებით კი ბაზრის 8%-ი. 2016 წლის მონაცემებით ავიაკომპანია ბაზრის 16 %-ის, ხოლო ...

Read More »

ყაზანიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები ინიშნება

თბილისი (BPI) – ყაზანიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები ინიშნება. თათრეთის დედაქალაქ და რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქ ყაზანიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები ივნისიდან დაიწყება. ფრენებს რუსული კომპანია UVT Aero განახორციელებს, რომელიც ბათუმის მიმართულებით რეისებს ქალაქ პერმიდანაც განახორციელებს. თბილისიდან ყაზანის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი, რომელიც ყაზანის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელება 25 მარტიდან დაიწყება. ფრენები ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება.

Read More »

Georgian Airways-ი 8.4%-იანი წილით კმაყოფილია

თბილისი (BPI) – Georgian Airways-ი (აირზენა) 2017 წელს გადაყვანილი 308 300 მგზავრით გასული წლით კმაყოფილია და 2018 წელს გაზრდილი მიმართულებებით ნაკადის ზრდას ელის. ავიაკომპანია გაზაფხულამდე ავიაპარკის 2 თვითმფრინავით განახლებას აპირებს, Embraer 190-ით და Boeing 737-800-ით. Georgian Airways-ი წლიურ ანგარიშში 25 მარტიდან რეისების დამატებას აანონსებს. ლონდონსა და პრაღის შემდეგ პირდაპირი ფრენები ევროპის და რეგიონის სხვა ქალაქების მიმართულებითაც დაემატება. Georgian Airways-ი ავიაბაზარზე ...

Read More »

მთის კურორტებით დაინტერესებული რუმინელებისთვის Blue Air თბილისი-ბუქარესტის რეისს შეასრულებს

თბილისი (BPI) – რუმინეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები იწყება. ბუქარესტი თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისს  ავიაკომპანია Blue Air Airline შეასრულებს. ეს პირველი პირდაპირი რეისია რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით. გახდება თუ არა რეისები რეგულარული ეს ალბათ ავიაკომპანიის პრიორიტეტებსა და არსებულ მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული. რეისები 2018 წლის თებერვლის დასაწყისში უკვე დანიშნულია და ავიაკომპანის რეისებს, ერთი კვირის ინტერვალით (3 და 10 თებერვალი) შეასრულებს. ავიარეისების დანიშვნა სამთო კურორტებით დაინტერესებული ...

Read More »

Wizz Air-ი 2018 წელს საქართველოში გაფართოებას აანონსებს

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Wizz Air-ი 2018 წლისთვის საქართველოში გაფართოებას აანონსებს. კომპანიის ცნობით, 2017 წელს, Wizz Air-მა საქართველოს რეისებზე 310 000-ზე მეტი მგზავრის გადაიყვანა, ეს მაჩვენებელი 102%-ით არის გაზრდილი 2016 წელტან შედარებით. კომპანიაში ამბობენ, რომ მათმა მოღვაწეობამ საქართველოს ბაზარზე ხელი შეუწყო ავიაციისა და ტურიზმის სფეროში ადგილობრივი სამუშაო ბაზრის სტიმულირებას და ინდუსტრიაში დაახლოებით 250 დამატებითი ირიბი სამუშაო ადგილის შექმნა განაპირობა. „Wizz Air კიდევ ...

Read More »

LOT-ი საქართველოდან აშშ-ს რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ფრენებზე ფასდაკლებას აცხადებს

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი საქართველოდან აშშ-ს ზოგიერთი ქალაქის მიმართულებით განხორციელებულ რეისებზე ფასდაკლებას აცხადებს. პოლონური ავიაკომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ აქციის ფარგლებში ორ მხრივი ავიაბილეთების შეძენა 23 იანვრამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 12 თებერვლიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში უნდა დაიგეგმოს. თბილისი-ნიუ-იორკი-თბილისი 479 ევრო; თბილისი-ჩიკაგო-თბილისი 609 ევრო; თბილისი-ლოს-ანჟელესი-თბილისი 609 ევრო; თბილისი-ტორონტო-თბილისი 639 ევრო; აღნიშნული ფასები მოცემულია მოსაკრებლების ჩათვლით. ფრენები სრულდება ...

Read More »

თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 40,47%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთნაკადი 40%-ით გაეზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 164 139 მგზავრს მოემსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წელთან შედარებით 2017 წელს მგზავრთნაკადი 40,47%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელს 2015 წელთან შედარებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 71,30%-ით გაიზარდა. ცნობისათვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2016 წელს 2 252 535 მგზავრს, ...

Read More »

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2017 წელს 59%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – 2017 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 59%-ით მეტი მგზავრი გაატარა, ვიდრე 2016 წელს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 495 668 მგზავრს მოემსახურა, 2016 წელს კი – 312 343 მგზავრს. აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით, 2017 წელს ბათუმის აეროპორტს მგზავრთნაკადი 58,69%-ით გაეზარდა, ხოლო 2015 წელთან შედარებით კი – 118,86%-ით.

Read More »

საქართველოს აეროპორტებმა 2017 წელს 4,74 მლნ მგზავრი გაატარეს

თბილისი (BPI) – საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წელს საქართველოს აეროპორტები 4 073 959 მგზავრს მოემსახურა, ერთი წლის განმავლობაში ზრდამ 43,43%-ს მიაღწია. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 2 840 455 მგზავრს აღწევდა. სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს 2015 წელთან შედარებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 80,18%-ითაა გაზრდილი.

Read More »