თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი კვების ობიექტი გაიხსნა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ახალი კვების ობიექტი გაიხსნა.  ლოფტის ტიპის კაფე/რესტორანი მგზავრებს სხვადასხვა სახეობის ქართული და უცხოური კერძების ფართო არჩევანს შესთავაზებს. TAV Airports-ის შვილობილმა კომპანია BTA-მ აღნიშნული კვების ობიექტის მოწყობაში 500 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
“მგზავრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა კვლავ ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გავხსენით ახალი კვების ობიექტი, რომელიც აეროპორტისთვის არის ახალი კონცეფტია. აგვისტოში, გაფრენის დარბაზში გაიხსნება საერთაშორისო ბრენდ Costa Coffee-ის პირველი ობიექტი საქართველოში. სიახლე გვაქვს ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც, სადაც მაისის ბოლოდან ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი კვების ობიექტი. სამივე კვების ობიექტის საინვესტიციო თანხა 1 000 000 ევროს შეადგენს”, – განაცხადა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.
BTA, TAV Airports-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც თავისი სერვისებით 8 ქვეყნის 17 აეროპორტშია წარმოდგენილი. წლის განმავლობაში კომპანია 40 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …