2018 წლის მაჩვენებლებით, 2.5 მლნ ავიარეისზე 1 ავიაკატასტროფა მოდის

თბილისი (BPI) – 2018 წელს მსოფლიოს სამოქალაქო ავიაციაში 15 ავიაკატასტროფა დაფიქსირდა, შედეგად 556 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Aviation Safety Network-ი ავრცელებს.
2018 წლის ავიაკატასტროფების TOP-3, რომლის დროსაც ყველაზე მეტი მგზავრი დაიღუპა ასე გამოიყურება:

1. ავიაკომპანია Lion Air-ის Boeing 737 MАХ-ის ავიაკატასტროფა ინდონეზიაში, შედეგად გარდაიცვალა 189 მგზავრი.

2. ავიაკომპანია Cubana de Aviación-ის Boeing 737-ის ავიაკატასტროფა კუბაში, შედეგად გარდაიცვალა 112 მგზავრი.

3. ავიაკომპანია Iran Aseman Airlines-ის ATR-72-ის ავიაკატასტროფა ირანში, შედეგად გარდაიცვალა 66 მგზავრი.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2018 წელს დაფიქსირებული ავიაკატასტროფებიდან 12 სამოქალაქო ავიაციის, ხოლო 3 ტვირთების გადაზიდვის სეგმენტში დაფიქსირდა.

ექსპერტები განმარტავენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილ სტატისტიკაში შესული არაა სამხედრო ბორტის ავიაკატასტროფა ალჟირში, რომლის დროსაც ბორტზე მყოფი 257 ადამიანი დაიღუპა.

2017 წელს სამოქალაქო ავიაციაში დაფიქსირებული 10 ავიაინციდენტის შედეგად 44 ადამიანი გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელთან შედარებით ავიაკატასტროფებისა და მსხვერპლთა რიცხოვნება გაზრდილია 2018 წელი სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში მაინც უსაფრთხო წლად მიიჩნევა. 2018 წლის მაჩვენებლებით, განხორციელებული 37.8 მლნ ფრენიდან კატასტროფა მხოლოდ 15-მა განიცადა, ანუ 2.5 მლნ რეისზე 1 ავიაკატასტროფა მოდის.

შემთხვევითი სიახლე

ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2018 წელს 11 013 ლარი იყო

თბილისი (BPI) – ერთ სულ მოსახლეზე 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 4 345 დოლარია (11 …